გია ცერცვაძე თავისუფალია

გია ცერცვაძე თავისუფალია

საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომლის ექსტრადირებასაც რუსეთის ფედერაცია უკრაინისგან ითხოვდა, თავისუფალია. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე მისი ადვოკატი ქსენია პროკონოვა წერს.

"გიას ათავისუფლებენ. პროკურატურის გადაწყვეტილებაა. ეს არის დროებითი პატიმრობის მოხსნა. რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვაზე ჩვენ ვილაპარაკებთ საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შემდეგ", - წერს პროკონოვა.

გია ცერცვაძე, რომელიც დონბასში ანტიტერორისტული ძალების მხარეს იბრძოდა, კიევის აეროპორტში 15 იანვარს დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: როგორ გამოდის გია ცერცვაძე - გათავისუფლების პირველი კადრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ