შსს რუსთაველზე მომხდარ ავარიაში მონაწილე პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს რუსთაველზე მომხდარ ავარიაში მონაწილე პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 26 წლის სოფო ბერიძე ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს. შსს-ს მონაცემბით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

"გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდეს კანონის შესაბამისი ღონისძიებები.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლს, მომხდართან დაკავშირებით ისინი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ.

საზოგადოების ინფორმირებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ აღნიშნული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: "თბილისში ძმასთან ჩავიდა, მერე გუდაურში აპირებდა ასვლას..." - რას ყვება საზარელი ავარიის შესახებ რუსთაველზე დაღუპული გოგონას მეგობარი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ