ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ოჯახის წევრები მეზობლებს 4-5 დღის განმავლობაში არ უნახავთ, რის გამოც მათ სამაშველო სამსახურში დარეკეს.
სამაშველო სამსახურს კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდა, ბინაში შესულებმა კი ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ჯერჯერობით დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.