ვინ დაუჭირა მხარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას და ვინ იყო წინააღმდეგი - ევროპარლამენტი სიას აქვეყნებს

ვინ დაუჭირა მხარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას და ვინ იყო წინააღმდეგი - ევროპარლამენტი სიას აქვეყნებს

ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დღევანდელი კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდა. აღნიშნული შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირეს ევროპის სახალხო პარტიის 187-მა და სოციალ-დემოკრატების 163 დეპუტატმა. ლიბერალების ალიანსიდან (ALDE) საქართველომ 62 ხმა მიიღო.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ევროპარლამენტის ჯგუფებიდან მხარი არ დაუჭირა EFDD-მ (თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა).

აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის 31-მა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ასევე ENF პოლიტიკური ჯგუფის (ერებისა და თავისუფლების ევროპა) 24 წევრმა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის ლიდერი საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენია.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

"მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე" - ირაკლი ღარიბაშვილი