საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება. ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს.
ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ ეს იყო მეტად შრომატევადი სამუშაო, რაც წარმატებით დასრულდა და ჩვენი ქვეყანა გაძლიერდა.
"საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას! ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს.
განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც თავისი წვლილი შეიტანეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საქმეში. ამ გამარჯვების უკან დგას მრავალი ადამიანის ძალისხმევა და საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმი. ეს იყო მეტად შრომატევადი სამუშაო, რაც წარმატებით დასრულდა და ჩვენი ქვეყანა გაძლიერდა. დიდი მადლობა ყველას!", - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადეაში.