გამოძახებაზე ტრაქტორით მისულმა ექიმმა, 32 წლის ქალი მარტომ ამშობიარა - ამბავი, რომელიც ჭიათურაში ყველამ იცის

გამოძახებაზე ტრაქტორით მისულმა ექიმმა, 32 წლის ქალი მარტომ ამშობიარა - ამბავი, რომელიც ჭიათურაში ყველამ იცის

ჭიათურის სოფელ მანდაეთის მოსახლეობა დღეს პატარა ალექსანრე ციცვიძეს დაბადების ისტორიას ჰყვება. მშობიარობა 32 წლის მარინა დიასამიძეს, სწორედ მაშინ დაეწყო, როდესაც სოფელში დიდთოვლობა იყო და რეგიონული სასწრაფო დახმარების მანქანას მშობიარე ქალბატონის სახლამდე ასვლა გაუჭირდა. სასწრაფო დახმარების ექიმი მარიამ გაფრინდაშვილი მელოგინეს სახლამდე ტრაქტორით მივიდა და 32 წლის ქალი მარტომ ამშობიარა. სულ მოკლე ხანში, მშობიარე ქალბატონის სახლთან რეგიონალური სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოჩნდა. დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

პროცესში ჩართული იყვნენ ჯანდაცვის სამინისტრო, კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, მუნიციპალიტეტი და სხვა სამსახურები. ახლად დაბადებული სიცოცხლის გადარჩენა არაერთი ადამიანის ძალისხმევით მოხერხდა.

"კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯის მიღების წესებსა და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, "ფიროსმანის სმარტ სტენდი" შექმნა

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი