ავტორი:

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი გარეჯის მონასტერში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასა და აღნიშნულ საკითხზე "მთავარი არხის" ხელმძღვანელობისა და ივერი მელაშვილის განცხადებებს ეხმაურება.

ის განმარტავს, რატომ იყვნენ სასულიერო პირები მონასტერში ნასვამები. როგორც ვიდეომიმართვაში მეუფე აღნიშნავს, გუშინ მონასტრის დღესასწაული იყო და ტიპიკონის მიხედვით აუცილებელია, რომ წირვის შემდეგ სასულიერო პირმა ღვინო მიიღოს.

"გუშინ გადამღები ჯგუფი ჩავიდა გარეჯის მონასტერში, ბატონი ივერი მელაშვილი იყო მათი რესპოდენტი. ოღონდ რატომ გახდა მელაშვილი "მთავარი არხის" რესპოდენტი, არ ვიცი. თუმცა ამბავი ასეთი იყო, რომ რაღაც რუკით ხელში მორიგ სიუჟეტს ამზადებდნენ.

მონასტრიდან მოვიდნენ სასულიერო პირები და მიმართეს მელაშვილს, რომ იქ არ ჩაეწერათ ინტერვიუ, ამას მოჰყვა დაპირისპირება და კამათი... შემდეგ ივერი მელაშვილი ჰყვება, რა მოხდა. ამ მონათხრობში ბევრი საინტერესო რამეა.

ეს ამბობს, რომ ამ ხალხს, ნუ ბერებსაც შთააგონეს, რომ მე ვარ მოღალატეო და ამიტომ მოხდა ყველაფერიო. ამას შემდეგ მოჰყვა საშინელი შეფასებები არხი "მთავარის" მხრიდან, რაც დაგვირგვინდა არხის ხელმძღვანელის განცხადებებით. ის სასულიერო პირებს ლანძღავს.. ამბობს, რომ ისინი ხულიგნები არიანო. ასევე ადანაშაულებს მათ სიმთვრალეში.

მე ვერ გეტყვით დაემთხვა ასე, თუ დაგეგმეს, აქ ლაპარაკია იმაზე რომ გუშინ მონასტრის დღესასწაული იყო. მივიდნენ იმ დროს როცა დღესასწაული ჯერ დამთავრებული არ იყო. იქ იყვნენ სტუმრები, მხოლოდ იმ მონასტრის ბერები არა. ცხადია წირვის შემდეგ აუცილებლად უნდა მიეღოთ ღვინო. ეს ტიპიკონის მიხედვით აუცილებელია.

წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, ხვალ გიორგობაა, წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, არხი "მთავარის" საყურადღებოდ. მეც მექნება ჩემი ტაძრის დღესასწაული და მეც ვიქნები ნასვამი. რომ არ დავლიო ეს იქნება დარღვევა კანონის" - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, სასულიერო პირები "მთავარი არხის" ჟურნალისტს ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც გადამღები ჯგუფი დავითგარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და "შაბათის მთავარის" სიუჟეტზე მუშაობდა. აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად, „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. თუმცა, უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"