ეკა ბესელია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ პროექტზე - ნაცვლად ორისა, გვექნება სამი გასაღები

ეკა ბესელია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ პროექტზე - ნაცვლად ორისა, გვექნება სამი გასაღები

ფარული მოსმენების "გასაღები" არ ექნება ორგანოს, რომელიც გამოძიებას ატარებს - გასაღები ახალ სააგენტოს ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელია თქმით, აღნიშნული სააგენტო მოემსახურება ყველა უწყებას, ვისაც კი სასამართლოს ბრძანებით ექნება დავალება გაცემული, რომ განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ფარული მოქმედებები.

"საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ უნდა ჰქოდეს ე.წ. გასაღები იმ ორგანოს, ვინც საგამოძიებო ფუნქციის მატარებელია. ეს გასაღები არ ექნება ორგანოს, რომელიც გამოძიებას ატარებს. გასაღები ექნება ახალ სააგენტოს. ის ყალიბდება სსიპ-ის სახით და იქნება უსაფრთხოების სამსახურთან, მაგრამ ამ ორგანოს არ ექნება არავითარი სხვა ფუნქცია, მათ შორის არც საგამოძიებო. მხოლოდ და მხოლოდ ის განახორციელებს მოსამართლის დავალებით გაცემულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. ის იქნება სუს-თან არსებული სსიპ-ი, მაგრამ არასაგამოძიებო ფუნქციის. მას მხოლოდ ტექნიკური სერვისის განხორციელება ევალება. ეს სააგენტო მოემსახურება ყველა უწყებას, ვისაც კი სასამართლოს ბრძანებით ექნება დავალება გაცემული, რომ განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ფარული მოქმედებები. ამავე დროს ამ სააგენტოს ექნება ცალკე ბიუჯეტი. სააგენტოს უფროსს აირჩევს სპეციალური კომისია და დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, რაც დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის. ასევე შემოგვაქვს ხუთი დონის კონტროლი. ეს არის სასამართლო კონტროლი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის კონტროლი, საპარლამენტო კონტროლი და მას დაემატება აუდიტის კონტორილი. ამ რეფორმით კიდევ ერთი სიახლე შემოდის. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში, კონტროლის თვალსაზრისით უზენაესი სასამართლოს ერთ მოსამართლეს ექნება ერთი ე.წ. გასაღები - ის გასაღები, რომლითაც გაკონტროლდება რამდენად კანონიერად მიმდინარეობს კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ნაცვლად ორი გასაღებისა გვექნება სამი გასაღები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანომდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან იწყება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."