მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან 7 ნოემბერს "ტელეიმედის" დარბევის ამსახველი პლაკატი გამოფინა

მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან 7 ნოემბერს "ტელეიმედის" დარბევის ამსახველი პლაკატი გამოფინა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან, უმცირესობის პასუხად პლაკატი გამოფინა, რომელზეც 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედის" დარბევის კადრები იყო აღბეჭდილი.

"არა, მედია შტურმს" - ამაზე, ბატონებო არავინ კამათობს! აქ საუბარია იმაზე, თუ ვინ ახმოვანებს ამ პოზიციას. მედია უნდა იყოს თავისუფალი და ეს არამხოლოდ დეკლარირებით, არამედ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებში გამოჩნდა. როცა ასეთ პლაკატებს აკრავთ, როგორც მინიმუმ გუშინდელი დღე უნდა გავიხსენოთ. როცა ამ პლაკატს გამოაკრავთ, როგორც მინიმუმ არ უნდა გადაგვავიწყდეს, თუ რა ბექრაუნდი აქვთ ადამიანებს, რომლებიც იღწვიან იმისთვის, რომ ვიღაცას დაანახონ, თითქოს მედია არ არის თავისუფალი და მედიაზე ვიღაც შტურმს ახორციელებს. არ ვიცი, რა ჰქვია იმას, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ მედიაზე ზეწოლაა", - განაცხადა მდინარაძემ და პარლამენტის ტრიბუნაზე "იმედის" დარბევის ამსახველი პლაკატი გაშალა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, პლაკატს ის საჩუქრად ოპოზიციას გადასცემს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, უმცირესობის ფლიგელში გადმოფენილია ბანერი, წარწერით "არა მედიაზე შტურმს". ამ ფორმით "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა "რუსთავი2"-თან და "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებული პროცესი გააპროტესტეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."