"ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის" - არქიმანდრიტ იოანეს მიმართვა მრევლს

"ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის" - არქიმანდრიტ იოანეს მიმართვა მრევლს

არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მრევლს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. არქიმანდრიტმა იოანემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა, რის შემდეგაც ტაძარში შეკრებილ მრევლს შეახსენა, რომ 13 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დაგეგმილი. ერთად ვილოცოთ საქართველოს პატრიარქისთვის", - მიმართა მრევლს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - როგორ შეიცვალა ექსპრემიერის მდგომარეობა პანდემიის ფონზე

"ისე გამოდის, თითქოს კაცობრიობის მტრები ვიყოთ - რატომ გახდა მიზანმიმართული, რომ ეკლესია უნდა დაიკეტოს?!" - არქიმანდრიტი იოანე

"79 წლის ქალი 12-15 კილოს იწონიდა, უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს" - ლალი  ტურძელაძე კორონავირუსით გარდაცვლილზე