პროკურატურა ირაკლი შოთაძის გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ირაკლი შოთაძის გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში უწყება ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვებას არ ადასტურებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"მედიასაშუალებებში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ