რა მოისმინა ჩანაწერებში ე.წ. "ციანიდის საქმის" ერთ-ერთმა მოწმემ: "მოსასმენად ძალიან მძიმეა, მასში სამი პირი მონაწილეობდა"

რა მოისმინა ჩანაწერებში ე.წ. "ციანიდის საქმის" ერთ-ერთმა მოწმემ: "მოსასმენად ძალიან მძიმეა, მასში სამი პირი მონაწილეობდა"

"ირაკლი მამალაძემ მაჩვენა წერილობითი მტკიცებულება, რომლის გამოც თავადაც შეშინებული იყო და პარკში ჰქონდა მოთავსებული" - ამის შესახებ ე.წ. "ციანიდის საქმის" ერთ-ერთმა მომწმემ, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

როგორც ჭკადუამ აღნიშნა, მას მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებული 3 ჩანაწერი აქვს მოსმენილი და ერთი წერილობითი მტკიცებულება - ნანახი, თუმცა მათ შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

"ირაკლი მამალაძემ მომასმენინა აუდიოჩანაწერი, რომელიც მოსასმენად ძალიან მძიმეა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. წარმოუდგენელია, როდესაც ეკლესიასთან დაკავშირებული პირები საუბრობენ იმ ლექსიკით, იმ ფორმითა და იმ საკითხებზე, რაზეც ჩანაწერებშია საუბარი. ფარული ჩანაწერის მოსმენის მიუხედავად, დაჯერება გამიჭიდა, თუმცა ირაკლი მამალაძემ მაჩვენა წერილობითი მტკიცებულება, რომელზეც თავადაც შეშინებული იყო და ჩადენული ჰქონდა პარკში, რადგან არ უნდოდა დოკუმეტზე მისი დნმ-იც დაფიქსირებულიყო. ჩვენ ვურჩიეთ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა ამ დანაშაულის თანამონაწილე ან დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აგებდა პასუხს აუცილებლად", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მისივე თქმით, ირაკლი მამალაძე არ აპირებდა სამართალდამცავ ორგანოში მისვლას, თუმცა ერთ-ერთმა სატელეფონო ზარმა, რომელიც მასთან დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განახორციელა, გადაწყვეტილება გადააფიქრებინა და მიმართა პროკურატურას. ე.წ. "ციანიდის საქმის" ერთ-ერთი მოწმე მიიჩნევს, რომ ფარულ ჩანაწერებში ფიგურანტი პირები, რომლებიც მისი თქმის, სასულიერო პირები არიან, "თანამოაზრეები იყვნენ".

"რადგან იმ საუბარს ესწრებოდნენ და იქ ბევრ საკითხზე იყო საუბარი და რადგან იგეგმებოდა რაღაცები, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი თანამოაზრეები იყვნენ", - აღნიშნა იურისტმა.

რაც შეეხება მტკიცებულებების გასაჯაროებას, ირმა ჭკადუა დარწმუნებულია, რომ მათი გამოქვეყნება ყველაზე მეტად პროკურატურას სურს, რადგან "მათი გასაჯაროების შემდეგ ამ საქმეზე კითხვა არავის აღარ დარჩება".

"პროკურატურა და სახელმწიფო დღეს უფრთხილდებიან საპატრიარქოს პრესტიჟს და პატრიარქის სახელს, რომ არ შეიბღალოს. თუ პატრიარქის სურვილი იქნება, მაშინ ალბათ მოხდება მტკიცებულებების გასაჯაროება. თუ უწმინდესი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ყველას აპატიოს ყველაფერი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, გამოძიების გაგრძელებას აზრი არ ექნება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ