სიმთვრალის გამო დაჯარიმებული მძღოლებისგან ბიუჯეტში 8 914 400 ლარი შევიდა

სიმთვრალის გამო დაჯარიმებული მძღოლებისგან ბიუჯეტში 8 914 400 ლარი შევიდა

ალკოჰოლური სიმთვრალის გამო ადმინისტრაციული სახდელდადებული 30 655 მძღოლიდან 8 ათასზე მეტმა ავტომფლობელმა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში 8 914 400 ლარი შეიტანა.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" შსს-დან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა და როგორც მათშია ასახული, ჯამში 2016 წელს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო 30 655 მძღოლი დაჯარიმდა, რომელთაგან 22 538 პირისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა პირველი იყო და კანონის თანახმად, მათ მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოერთვათ. რაც შეეხება დარჩენილ 8 ათასზე მეტ მძღოლს, ისინი ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის განმეორებით მართვის, მართვის მოწმობის ჩამორთმევის პირობებში, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემისა და სხვა მსგავსი სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდნენ.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი ჯარიმა, 3 508 000 ლარი იმ მძღოლებს დაეწერათ, რომლებიც ავტომანქანას, მართვის მოწმობის არქონის პირობებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდნენ. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი 669 მძღოლმა ბიუჯეტში ჯამში 1 003 000 ლარი გადაიხადა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ