ომბუდსმენის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საკანში აუდიო ვიზუალური კონტროლის ქვეშ იმყოფება

ომბუდსმენის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საკანში აუდიო ვიზუალური კონტროლის ქვეშ იმყოფება

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საკანში აუდიო ვიზუალური კონტროლის ქვეშ იმყოფება.

როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, დეკანოზის სურვილიც იყო, რომ მაქსიმალურად მეტი დამატებითი ღონისძიებები იყოს გატარებული.

"დღეს როგორც ჩვენ გავარკვიეთ იმ საკანში, სადაც დეკანოზი არის, ის იმყოფება აუდიო ვიზუალური კონტროლის ქვეშ და შესაბამისად, გარკვეული ღონისძიებები ამ მიმართულებით არის გატარებული, მაგრამ ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, მისი ოჯახის წევრებს. აქ საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია არსებობდეს, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდეს და ეს დეკანოზის სურვილიც იყო, რომ მაქსიმალურად მეტი დამატებითი ღონისძიებები იყოს გატარებული", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ე.წ.ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ