გაზაფხულის მენიუ: რა უნდა ჭამოთ და რაზე თქვათ უარი ამ სეზონზე

გაზაფხულის მენიუ: რა უნდა ჭამოთ და რაზე თქვათ უარი ამ სეზონზე

გაზაფხულის დადგომას ახალი ენერგიით უნდა შეხვდეთ, ამისთვის კი საჭიროა კარგად იკვებოთ, რომ თავი მხნედ, ლამაზად და კომფორტულად იგრძნოთ. ახალი სეზონის დადგომასთან ერთად ახალი ციკლი იწყება, რომელსაც განსხვავებული კვების რეჟიმი სჭირდება. წარმოგიდგენთ საუკეთესო საკვებ პროდუქტებს, რომელიც გაზაფხულის მენიუში უნდა შეიტანოთ და იმათაც, რომლებისგანაც თავი უნდა შეიკაოთ.

შეიტანეთ ყოველდღიურ მენიუში

  • მწვანე ბოსტნეული და სწრაფად მზარდი მცენარეები, როგორიცაა სალათის ფოთლები, ბრიუსელის კომბოსტო, თეთრი ხახვი და ა.შ.
  • ხილის სალათები და ვეგეტარიანული წვენები
  • კომბოსტო, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. ისინი საუკეთესოდ მიდის ხორციან და ცხიმიან საკვებთან. დაუმატეთ საკვებს პიტნა, როზმარინი, ბაზილიკა და ა.შ.
  • შეცვალეთ მძიმე სოუსები მსუბუქით. გამოიყენეთ ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა ფორთოხლის წვენი, თაფლი, მდოგვი და მცირედით მზესუმზირის ზეთი.

ამოიღეთ ყოველდღიური მენიუდან

  • ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საკვები და დაასვენეთ ღვიძლი
  • მძიმე და მარილიანი საკვები: ხორცი, ყველი, სოუსები...
  • გაყინული საკვები და სასმელები
  • ალკოჰოლი
  • მარილი და მარილიანი საკვები

მომზადებულია lifestylefood.com.au-ს მიხედვით

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ბულვარიდან, სადაც საკურა აყვავდა - "რაღაცები არასდროს იცვლება"

#მემიყვარსღვინო - ფლეშმობი ღვინის მოყვარულთათვის

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა ხორცის ჭამას წყვეტს