ადვოკატი - მამა გიორგი მამალაძის დაკითხვისას რამდენიმე მნიშვნელოვან გვარზე იყო საუბარი

ადვოკატი - მამა გიორგი მამალაძის დაკითხვისას რამდენიმე მნიშვნელოვან გვარზე იყო საუბარი

სანამ დაკითხვის პროცესი არ დამთავრდება, ფიზიკურად ვერ გაგცემთ დაკითხვის დეტალებზე პასუხს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დაკითხვაზე რამდენიმე მნიშვნელოვან გვარზე იყო საუბარი, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დაკითხვის პროცედურის დაწყებამდე, ე.წ. მატროსოვის ციხესთან განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარე რჩება იმ პოზიციაზე, რომ დაკითხვის დასრულების შემდეგ გიორგი მამალაძის უდანაშაულობა დამტკიცდება.

"დღესაც გუშინდელივით დიდი მოცულობითი დაკითხვა უნდა იყოს. რა პოზიციაზეც ვიყავით გუშინ, იმაზე ვრჩებით, რომ მისი უდანაშაულობა უნდა იყოს დამტკიცებული. რაც შეეხება გვარებს, ვისზეც მამალაძემ ისაუბრა, ვერ დავასახელებ ვერავის გვარს. ამ მდგომარეობაშია ბრალდებაც, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დაკითხვაზე იყო რამდენიმე მნიშვნელოვან გვარზე საუბარი", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, დღეს დაცვის მხარემ პროკურატურას განცხადებით მიმართა, რათა მამალაძის და მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ცოტა ხნის წინ განახლდა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ