თერჯოლის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. პოსტის დატოვების მიზეზად ჯაფარიძე ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. მისი თქმით, ის "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" დაიწყებს მუშაობას.
ყოფილი გამგებელი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით მას ამომრჩევლების იმედი არ გაუცრუებია. "3 თვე მქონდა ისედაც დარჩენილი. მეტს მაინც ვერ ვიმუშავებდი. მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არც ვაპირებდი. ჩემი ამომრჩევლებისთვის ბევრი რამის გაკეთება უკვე მოვასწარი და მე ისინი არ მიმიტოვებია", - განაცხადა თემურ ჯაფარიძემ.
გამგებლის მოვალეობას პირველი მოადგილე, თემურ ქოჩიაშვილი შეასრულებს. თეიმურაზ ჯაფარიძე თერჯოლის გამგებლის პოსტზე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.