მმართველი გუნდი 7 წელიწადში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლის მომხრეა

მმართველი გუნდი 7 წელიწადში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლის მომხრეა

მმართველი გუნდი 7 წელიწადში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლის მომხრეა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა გააცნო. „ქართული ოცნების“ პოზიციაა, მიუხედავად იმისა, რა სისტემაზე შეთანხმდება საკონსტიტუციო კომისია, შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევის წესით ჩატარდეს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი და ეს არის ჩვენი საბოლოო წერტილი, სადაც გვინდა რომ მივიდეთ, უნდა ამოქმედდეს მოგვიანებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ 7 წლის თავზე ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არაპირდაპირი ან პირდაპირი არჩევნები არ ცვლის კომპეტენციებს, რომელიც გაწერილია მოქმედი კონსტიტუციით.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."