"იყო დრო, როდესაც ღამეში 300 დოლარიც გადაუხდიათ..." - რას ყვება კლიენტებზე ქართველი სექსმუშაკი

"იყო დრო, როდესაც ღამეში 300 დოლარიც გადაუხდიათ..." - რას ყვება კლიენტებზე ქართველი სექსმუშაკი

კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, დასაბამიდან დღემდე, ყოველთვის არსებობდნენ უძველესი პროფესიის წარმომადგენელნი - სექსმუშაკები, რომლებიც გასამრჯელოს სანაცვლოდ ემსახურებოდნენ (ზოგან ლეგალურად, მეტწილად კი არალეგალურად) კლიენტებს. მათ ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ ("ბოზი" არაბული წარმოშობის სიტყვაა, "როსკიპი" - სპარსული, "კახპა" და "ჩათლახი" - თურქული... ლათინურად - "პუტანა"). თითოეულს თავისი ისტორია აქვს, რომელმაც ის ზნეობრივი პრინციპების საპირისპირო მხარეს მოაქცია. თავისი ისტორია აქვს ჩემს რესპონდენტ ქეთისაც.

- რაიონში გავიზარდე, ჩემი ცხოვრება­ არასდროს გამოირჩეოდა სხვებისგან - სკოლა, სახლი, ვენახი... ასე გადიოდა წლები. 14 წლის გავთხოვდი, 19 წლისას ოჯახი დამენგრა. ჩემმა ყოფილმა ქმარმა ჩემ შემდეგ კიდევ 5-ჯერ იქორწინა... ჩამოვედი პატარა შვილით თბილისში, არც ფული, არც სახლი, არც სამსახური... ბედად თანასოფლელი გოგო შემხვდა, თურქეთში ვმუშაობ, ჩემების მოსანახულებლად ჩამოვედი და ისევ მივდივარო. შემპირდა,­ წაგიყვანო. ბავშვი ნათესავს დავუტოვე, ის გახდა მისი ძიძა გადასახადზე შეთანხმების შემდეგ, მე კი ჩემს მშველელ მეგობართან ერთად თურქეთში, ტრიკოტაჟის ფაბრიკაში სამუშაოდ გავემგზავრე.

პირველი დღე სასტუმროში გამოკეტილებმა გავატარეთ, ასე მოხდა მეორე­ დღესაც, მესამე დღეს კი გამომიცხადა, რომ ფაბრიკაში სამსახურზე არაფერი ისმოდა და თუ მინდოდა, შიმშილით არ ამომხდომოდა სული, მერჩივნა, ფულიან კლიენტზე­ უარი არ მეთქვა. პასუხის ნაცვლად კატასავით ვეცი...

არავინ იცის, ვის რას უმზადებს ბედისწერა. ასეა თუ ისე, ყველაფერს ეგუება­ ადამიანი და მეც შევეგუე. სამაგიეროდ, დანაზოგი გამიჩნდა, ბავშვს ყველა საჭირო ნივთი გავუგზავნე და მეც ამოვისუნთქე, უფრო გავლამაზდი, თავდაჯერებაც მომემატა. მე სულელს მჯეროდა, რომ ჩემი საქმიანობის შესახებ საზღვრის მეორე მხარეს ვერაფერს გაიგებდნენ და საქართველოში კვლავ პატიოსანი ქალის ცხოვრებით ვიცხოვრებდი.

გამოხდა ხანი და საქართველოში დავბრუნდი. დროთა განმავლობაში აქაც გავიჩინე კლიენტურა. ახლა 20 წლის აღარ ვარ, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, საქარ­თველოში გამოცდილი, ასაკოვანი ქალები უფრო მოსწონთ ახალგაზრდებს პარტნიორად. ახალგაზრდებით და ცხვირმოუხოცავებით უცხოელი კლიენტები უფრო ინტერესდებიან და ისინი ჩინურ მასაჟების ცენტრებსა და საუნებში არიან დასაქმებული. ჩემმა კლიენტმა კი იცის, რომ ის, რაც ჩვენ შორის მოხდება, ჩემი საძინებლის კედლებს არ გასცდება.

- თქვენმა ახლობლებმა ან შვილმა არ იციან თქვენი საქმიანობის შესახებ?

- გულდასმით ვუმალავდი, შვილს განსაკუთრებით, მაგრამ გაიზარდა და ყველაფერს მიხვდა. თავიდან გააპროტესტა­, მერე, არ ვიცი, თავი მოიკატუნა თუ მართლა დაიჯერა, რომ სანიტრად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ საავადმყოფოში. მისთვის არ მომიკლია არც ჩაცმა-დახურვა და არც რეპეტიტორები, უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარა. თუმცა მის მოტყუებაში­ გაწაფული ერთ დღეს აქეთ აღმოვჩნდი მოტყუებული. ამდენის მნახველს შვილის გზიდან გადახვევის ამბავი გამომეპარა. მადლობა­ ღმერთს, ახლა გათხოვდა (მართალია, თურქეთში, მაგრამ პატრონს ხომ ჩაჰბარდა) და 2 შვილი ჰყავს. მე პატიოსანი ბებიის სტატუსით ხშირად ვსტ­უმრობ მის ოჯახს.

- სად ხვდებით კლიენტებს?

- მთავარია, ერთი ნორმალური შეგხვდეს, მერე ის თავისიანებს მიცემს შენს ნომერს, გარდა ამისა, არსებობს სოციალური ქსელი და სპეციალური საიტები, სადაც შეიძლება ინფორმაციის გაცვლა. საშუალო ფასი 80 ლარია, იყო დრო, როდესაც ღამეში 300 დოლარიც გადაუხდიათ... მყავს ისეთი კლიენტებიც, რომელთაც უთქვამთ, მეტი არ მაქვსო და რაც აქვთ, იმას მიტოვებენ. ჩემმა საქმიანობამ ადამიანების გარჩევაც მასწავლა, რომ შევხედავ, უკვე ვიცი, ვინ რა სულის პატრონია, როდის იტყუება და როდის - არა.

განაგრძეთ კითხვა

უნიკალური აღმოჩენა ჩეჩნეთში - მეჩეთის ნანგრევებში იპოვეს ქვა ასომთავრული წარწერით, პირველი სიტყვა არის "ქრისტე!"

"ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა - როგორ გამოეხმაურა ქართველების გამარჯვებას პრემიერი

"მოქალაქეებს ცოტა მეტად რომ გაეთავისებინათ და 300-400-კაციან ქორწილებში არ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ცოტა უკეთესი მდგომარეობა ყოფილიყო"