დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები - რას ყვება მამა გიორგი მამალაძე აეროპორტში მის აყვანაზე

დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები - რას ყვება მამა გიორგი მამალაძე აეროპორტში მის აყვანაზე

გაზეთი "კვირის პალიტრა" დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჩვენების ნაწილს აქვეყნებს. გამოცემის მიერ გასაჯაროებულ ჩვენებაში მამა გიორგი დაკავების დეტალებს ყვება და აღნიშნავს, რომ პირებს, რომლებმაც ის აეროპორტის ავტობუსში აიყვანეს, სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ.

"დილის 6 საათზე მოხდა ჩემი აყვანა. იმ დილით აეროპორტში ჩემმა მძღოლმა მიმიყვანა. ჩავაბარე ბარგი. ჩანთა და ორი ყუთით საპატრიარქოს ღვინოები მიმქონდა გერმანელი ექიმებისთვის საჩუქრად. გავიარე რეგისტრაცია და შემდეგ ფოიეში ვიჯექი, ველოდებოდი, როდის დაიწყებოდა თვითმფრინავში ჩასხდომა, გამოაცხადეს ჩასხდომა, გავედი გარეთ და ჩავჯექი ავტობუსში, რომელსაც თვითმფრინავამდე უნდა მივეყვანე.

ავტობუსში რამდენიმე ადამიანი იჯდა, ჩემთვის უცხო პირები იყვნენ, ბუნებრივია, მე ისინი მგზავრები მეგონა, დავჯექი სკამზე და უცებ დამეტაკნენ, ერთმა უკნიდან პირზე ხელი ამაფარა, სახეში მომკიდა ხელი, მერე ხელები გამიკავეს და ხელბორკილები დამადეს. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გაგიჟებული ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი. არც ერთს პოლიციელის ფორმა არ ეცვა. ასე ხელბორკილდადებული გამიყვანეს აეროპორტიდან და ჩამსვეს მანქანაში", - აღნიშნულია დეკანოზის ჩვენების მცირე ფრაგმენტში.

ჩვენების თანახმად, მას თავდაპირველად მანქანაში მყოფმა უცხო პირმა უთხრა, რომ ის დააკავეს იმის გამო, რომ პატრიარქის მოწამვლა სურდა, შემდეგ კი იგივე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემაც გაუმეორა.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 6 მარტის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ