რა ინფორმაციას აწვდიან გირგვლიანისა და გამცემლიძის ოჯახის წევრები ევროსაბჭოს ოფისს საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლისა და ადვოკატის შესახებ

რა ინფორმაციას აწვდიან გირგვლიანისა და გამცემლიძის ოჯახის წევრები ევროსაბჭოს ოფისს საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლისა და ადვოკატის შესახებ

სანდრო გირგვლიანისა და ზურა გამცემლიძის ოჯახის წევრები საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს განცხადებით მიმართავენ და სთხოვენ, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ვანო მერაბიშვილის საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, ობიექტურად წარიმართოს. ამასთან, ისინი ინფორმაციას აწვდიან საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლე ნონა წოწორიასა და ადვოკატ ოთარ კახიძის შესახებ.

როგორც სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნონა წოწორია 2004-08 წლებში იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. რაც შეეხება ადვოკატ ოთარ კახიძეს, გურამ გირგვლიანის თქმით, ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდა, აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა სტარსბურგის სასამართლოს დიდი პალატის შემადგენლობა მოექცეს საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლისა და ადვოკატის გავლენის ქვეშ.

"ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სტრასბურგის დიდი პალატის იმ შემადგენლობას, რომელიც 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს. მოსამართლეები არ უნდა მოექცნენ საქართველოდან წარგზავნილი ნონა წოწორიას გავლენის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებს დანაშაულებრივი რეჟიმის დაცვისთვის. ნონა წოწორია არ იცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ის იცავს "ნაციონალური მოძრაობისა" და ვანო მერაბიშვილის ინტერესებს. ამასთან, მიჩნდება ეჭვი, რომ ხომ არ მოხდა საქართველოდან წარგზავნილი სამი მოსამართლის კანდიდატურის ხელოვნურად ჩაგდება, რადგან წოწორიას 1-ელ თებერვალს გაუვიდა ვადა", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

2017 წლის 8 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს, რომელიც ეხება მისი ციხის საკნიდან გაყვანის შესაძლო ფაქტს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ