ქვევრის მსგავსი უძველესი საღვინე ჭურჭელი პომპეიდან - რა საერთო ჰქონდათ რომაულ და ქართულ კულტურებს მეღვინეობის სფეროში

ქვევრის მსგავსი უძველესი საღვინე ჭურჭელი პომპეიდან - რა საერთო ჰქონდათ რომაულ და ქართულ კულტურებს მეღვინეობის სფეროში

უძველესი რომაული ქალაქი პომპეი, ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად, ძველ რომში 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ განადგურდა. ქალაქი საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. პომპეი იტალიაში თანამედროვე ნეაპოლთან ახლოს, ნეაპოლის ყურეში მდებარეობს.

ქალაქი 1748 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ, როგორც ანტიკური ქალაქის ყველაზე უკეთ შენახული ნანგრევები, ანტიკური სამყაროს შესწავლის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. ქალაქის სისტემატური შესწავლა, იტალიელი ჯუზეპე ფიორელის ხელმძღვანელობით, მხოლოდ 1860 წლიდან დაიწყო და ეს კვლევა დღემდე გრძელდება. ფიორელიმ მთელი ტერიტორია კვადრატებად დაანაწილა (ამ მეთოდს დღესაც იყენებენ), თითოეული აღმოჩენილი სახლის კარი დანომრა, ხოლო ფერფლსა და ლავაში გაჩენილი სიცარიელე თხევადი თაბაშირით ამოავსო. ამით შესაძლებელი გახდა კატასტროფის შედეგად დაღუპული და გაქვავებული ადამიანებისა და ცხოველების ანაბეჭდების აღება.

მრავალ ფაქტორთან ერთად საინტერესოა ისიც, რომ გათხრების დროს უამრავი საღვინე თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა. მათ შორის ისეთი ჭურჭელი, რომელთაც ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ჩვენებურ ქვევრებთან უახლოესი ნათესაობა აკავშირებთ. ამ ტიპის თიხის ჭურჭელს პომპეიში პრაქტიკულად ყველგან შეხვდებით - სახლის ეზოებში, ქალაქის თავის სასახლეში, მარნებში თუ სხვა...  გაგრძელება + ფოტოები

ანზორ მელიას და კლინიკა "გულის" 70-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ზოგიერთი პაციენტი მალავდა სიცხეს"

"თავს შედარებით უკეთ გრძნობს" - როგორია თენგიზ ცერცვაძისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"აღარა გვყავს ზუგდიდის მშვენება, სამეგრელოს საამაყო შვილი...  კორონავირუსი მასაც მოერია" - ქალი, რომელიც დააკლდა ქალაქს და ქვეყანას