ავტორი:

ანზორ მელიას და კლინიკა "გულის" 70-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ზოგიერთი პაციენტი მალავდა სიცხეს"

ანზორ მელიას და კლინიკა "გულის" 70-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ზოგიერთი პაციენტი მალავდა სიცხეს"

კლინიკაში "გული“ კორონავირუსით 70-მდე სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, აქედან 30 ექიმი და 40-მდე ექთანია. დაინფიცირებულია თავად კლინიკის ხელმძღვანელი, ანზორ მელიაც. როგორც ანზორ მელიამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი და სხვა სამედიცინო პერსონალის მკურნალობის პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს და არც ერთ მათგანს არ დასჭირდა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა.

"ძირითადად არის დაინფიცირებული 30 ექიმი და 40-მდე ექთანი, ტექნიკური პერსონალიც დაინფიცირებულია, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველასთან გართულების გარეშე მიმდინარეობს და საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებიათ, არც ფილტვების ანთება არ აქვთ.

რაც შემეხება მე, სიცხე არ მაქვს და სახლის ეზოში დავდივარ, რადგან სიარული და სუფთა ჰაერი ამ დროს აუცილებელია,“- განაცხადა ანზორ მელიამ.

მისივე განმარტებით, კლინიკა დაახლოებით 10 დღის წინ 10 დეკემბრამდე დაიხურა, ფუნქციონირებას კი მხოლოდ კარდიოქირურგიული განყოფილება განაგრძობს. მისივე თქმით, კლინიკაში ვირუსის გავრცელების წყარო ის პაციენტები გახდნენ, რომლებმაც ან არ იცოდნენ, რომ კორონავირუსი ჰქონდათ, ან განგებ მალავდნენ ტემპერატურის არსებობას.

"კლინიკაში მხოლოდ კარდიოქირურგიული განყოფილება მუშაობს დანარჩენი ყველაფერი დაიხურა 10 დეკემბრამდე სანამ არ გამოვჯანმრთელდებით.

ავადმყოფების უმრავლესობამ თვითონაც არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდათ, ზოგიერთი მალავდა სიცხეს და დაინფიცირდა განყოფილება. 10 დღის წინ დავხურეთ განყოფილება. მთელი სიმძიმე გადავიდა ემერჯენსზე და ინტენსიურზე, ამ დროს სტენოკარდიები, ინფარქტები, მოციმციმე არითმიები მოაწვა და შემოგვეპარნენ კოვიდიანი ავადმყოფები. დიაგნოზის დასმის შემდეგ 2-3 დღე ვერ გადაგვყავდა ეს ავადმყოფები სპეციალიზებულ კლინიკაში და ამან შეუწყო ხელი გავრცელებას და როცა ვნახე, რომ უკვე გამოუვალი მდგომარეობა იყო, დავხურე კლინიკა იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ იყო,“- განაცხადა ანზორ მელიამ.

კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი - ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 678 ტესტი ჩატარდა

"იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ" - პაატა იმნაძე ვაქცინაციაზე

"რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ... ამას არ ვაპატიებ" - ანზორ მელია