მდუ­მა­რე ბე­რის სას­წა­უ­ლე­ბი

მდუ­მა­რე ბე­რის სას­წა­უ­ლე­ბი

ბე­რი ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლი 11 წე­ლია, მდუ­მა­რე­ბა­შია. დი­დი მრევ­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც მის საცხოვ­რე­ბელ ბი­ნას­თან მი­დი­ან და ლო­ცუ­ლო­ბენ. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ერ­თხელ კი, რო­ცა ბე­რი გა­რეთ გა­მო­დის, მრევ­ლი მის მი­ერ გავ­ლილ გზას მიჰ­ყ­ვე­ბა. მა­მა ნი­კო­ლო­ზი ბე­რი გაბ­რი­ე­ლის სუ­ლი­ე­რი შვი­ლი და მო­წა­ფეა. წმინ­და­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, იგი მის გზას აგ­რ­ძე­ლებს. მას სწო­რედ ბე­რი გაბ­რი­ე­ლი­ვით ავიწ­რო­ე­ბენ, დას­ცი­ნი­ან, შე­უ­რაცხ­ყო­ფენ. სულ ცო­ტა ხნის წინ, ზეს­ტა­ფო­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში, სა­დაც ბე­რი ნი­კო­ლო­ზი ქი­რით ცხოვ­რობ­და, მე­ზობ­ლებ­მა აღარ შე­უშ­ვეს... ამ სა­კითხ­ზე და მა­მა­ოს მი­ერ ჩა­დე­ნილ სას­წა­უ­ლებ­სა თუ გან­კურ­ნე­ბებ­ზე მის მრევლს ვე­სა­უბ­რე.

ლა­ზა­რე ზა­ქა­რი­ა­ძე, პუბ­ლი­ცის­ტი, ბე­რი ნი­კო­ლო­ზის ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბა­რი:

- ბერ ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვილ­თან (მა­შინ ნა­რი­მა­ნი ერ­ქ­ვა) ერ­თად ბავ­შ­ვო­ბი­დან მოვ­დი­ვარ. ბაღ­შიც კი ერ­თად დავ­დი­ო­დით. ეს ჩემ­თ­ვის დი­დი სი­ხა­რუ­ლიც არის და დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც. რო­გო­რი იყო ნა­რი­მა­ნი ბავ­შ­ვო­ბა­ში? ნი­ჭი­ე­რი, უან­გა­რო, ტყუ­ი­ლის თქმა არ შე­ეძ­ლო. რო­ცა მას­წავ­ლე­ბელს ჩვენ მი­ერ და­მა­ლულ-მი­ჩუ­მა­თე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­გე­ბა სურ­და, რო­გორც წე­სი, მას წა­მო­ა­ყე­ნებ­და და ეკითხე­ბო­და, - აბა, ნა­რი­მან, რო­გორ არის საქ­მეო? ის კი გულ­მარ­თ­ლად და და­უ­ფა­რა­ვად პა­სუ­ხობ­და. მე­რე ამას გა­ნიც­დი­და და ისევ ჩვენ ვამ­შ­ვი­დებ­დით, - ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, ხომ გიც­ნობთ, ვინ და რაც ხა­რო. ამ თე­მა­ზე კი­დევ ერ­თი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: ბე­რი ნი­კო­ლო­ზი უკ­ვე ბე­რი გაბ­რი­ე­ლის მორ­ჩი­ლი გახ­ლ­დათ. თურ­მე ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე სამ­თავ­როს ტა­ძარ­ში მი­სუ­ლა. ედუ­არდს ნი­კო­ლო­ზი გა­აც­ნეს, - გაბ­რი­ე­ლის მო­წა­ფეაო. მან კი, რო­გორც შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, მორ­ჩილს პირ­და­პირ ჰკითხა, - მარ­თა­ლია, რომ ბე­რი გაბ­რი­ე­ლი ჩემ­ზე ამ­ბობს, მო­კა­ლი­თო? ნი­კო­ლოზ­მა თა­ვი ჩა­ღუ­ნა და უპა­სუ­ხა, - კიო. ყვე­ლა გაშ­რა. ზო­გი­ერ­თი სას­წ­რა­ფოდ გა­ე­ცა­ლა იქა­უ­რო­ბას (ბე­რი გაბ­რი­ე­ლი, `შე­ვარ­დ­ნა­ძე მო­კა­ლი­თო~, სა­ლო­სუ­რად ამ­ბობ­და, მაგ­რამ მა­ინც). ახ­ლა სულ სხვა რან­გი­სა და ბუ­ნე­ბის ფე­ნო­მე­ნია: ძალ­მო­სი­ლი, მკურ­ნა­ლი, მჭვრე­ტე­ლი, ბრძე­ნი და თა­ნაც - სა­ლო­სი ანუ ბრძე­ნი ამა­სოფ­ლუ­რად კი არა, იმ­სოფ­ლუ­რად - ქრის­ტეს­გან. განაგრძეთ კითხვა

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე, რომელიც დღეს ქართული მეფუტკრეობის ლიდერია - "საფრანგეთში მიღებულმა ცოდნამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა