ქიბარ ხალვაშის ადვოკატის კომენტარი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის კომენტარი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სარჩელი აუცილებლად დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა. მისი თქმით, ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება, ამაზე საუბარი რთულია.

"რუსთავი 2" არ იქნება საერთოდ ამ დავის მონაწილე, ვინაიდან განმცხადებლები უნდა იყვნენ ყარამანიშვილები და ტელეკომპანია "საქართველო". "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ არ გამოსულა საქართველოში გადაწყვეტილება, შესაბამისად, ფორმალურად, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ვერ იქნება მხარე. საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება ევროსასამართლოსი, ამაზე საუბარი რთულია. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სარჩელი აუცილებლად დაკმაყოფილდება. შესაბამისად, განხილვა წინ არის. საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული და სხვა საქმეებზე ადრე განიხილება, თუმცა, რა ვადა დასჭირდება, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია", - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, ევროსასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საბოლოო განხილვამდე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება ქიბარ ხალვაშს არ ექნება.

"ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ ფაქტის შეფასება შეგვიძლია, რადგან არ ვიცნობთ გადაწყვეტილების შინაარსს. საინტერესოა ამ გადაწყვეტილების დასაბუთება. არ გვინახავს მხარეთა პოზიციებიც, თუ რა იყო სასამართლოში წარდგენილი. ჩვენ რამდენიმე დღეა ვითხოვდით, რომ საზოგადოებისთვის გამხდარიყო საჯარო, თუ რის საფუძველზე ითხოვდა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ამ შეჩერების გამოყენებას, თუმცა, ამ ეტაპამდე არ გვინახავს. სტრასბურგის სასამართლომ, ფაქტია, რომ საქმის განხილვამდე შეაჩერა საქმის აღსრულება, ანუ ჩვენ ამ ეტაპამდე არ გვექნება შესაძლებლობა მოვახდინოთ გადაწყვეტილების აღსრულება. უნდა დაველოდოთ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მოხდება თუ არა განახლება საქართველოში პროცესის. ავტომატურად არ აუქმებს სტრასბურგის სასამართლო ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა სალიამ.

მისივე თქმით, ხალვაშის მხარის სამოქმედო გეგმა რა იქნება, ეს მსჯელობის შედეგად მიიღება. "სამოქმედო გეგმა ჩვენი მხრიდან ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს, გადაწყვეტილება წარვადგინოთ საჯარო რეესტრში, თუმცა სახელმწიფოს აქვს აკრძალული განახორციელოს რაიმე ქმედება და, შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც, სანამ დავა არ იქნება გადაწყვეტილი, რაიმე კონკრეტულ ღონისძიებაზე ნაადრევი იქნება საუბარი. ჩვენ გავივლით კონსულტაციებს, კიდევ ერთხელ ვნახავთ, რა არის, შევისწავლით გადაწყვეტილებას და თუ არის შესაძლებელი რაიმე მოქმედების განხორციელება, შემდეგ ვიმსჯელებთ", - განაცხადა სალიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ