პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საუბრები პრეზიდენტთან დაპირისპირების თაობაზე აბსოლუტურად უადგილო იყო და მას სპეკულაციად აფასებს.

"ჩვენ 2 მარტს გავმართეთ ბრიფინგი, სადაც განვაცხადეთ ის, თუ რა ცვლილებების შეტანას ვგეგმავდით საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენი ხედვა პირდაპირ ცხადყოფდა, რომ საუბრები პრეზიდენტთან დაპირისპირების იყო აბსოლუტურად უადგილო და იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები. ამის საპასუხოდ მეორე დღეს გამოვიდა პრეზიდენტი და მან სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ჩვენ ვთქვით და მოვიყვანეთ კონკრეტული არგუმენტები, სადაც ვადასტურებდით რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ არც ერთი ცვლილება არ იყო მიმართული. ის კი გამოვიდა და თქვა, რომ სპიკერის ამ განცხადებამ ცხადყო, რომ საქმე გვაქვს არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან, არამედ ერთ პერსონაზე მორგებულ ცვლილებებთანო. ეს იყო საზოგადოების, სრულიად შეგნებული შეცდომაში შეყვანა", - განაცხადა იაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანაზე ამ დრომდე მსჯელობენ. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით უნდა აირჩიონ. ოპოზიციაში კი უმრავლესობის ინიციატივას, პრეზიდენტის ფუნქციების შეზღუდვად აფასებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."