გერმანიის პოლიციამ ქართველები დააკავა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა "wochenblatt"-ი ავრცელებს. 35 და 44 წლის მამაკაცები სამართალდამცველებმა ბავარიის ქალაქ ბაილნგრისში აიყვანეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მათ 25 თებერვალს მაღაზიიდან 30 კოლოფი სიგარეტი მოიპარეს. მას შემდეგ რაც გამყიდველმა ქურდებს ფაქტზე წაასწრო, ქართველებმა მიმალვა მოახერხეს, თუმცა სათვალთვალო კამერებმა მათი მანქანის ნომრები დააფისქირა. ჩატარებული გამოძიების შედეგად, პოლიციამ ისინი სამშაბათს დააკავა. საქმის ძიებისას გაირკვა, რომ აღნიშული პირები, არაერთი დანაშაულის გამო მიმალვაში იმყოფებოდნენ და სახელი და გვარი გადაკეთებული ჰქონდათ. ამ დროისათვის ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.