შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში საგანგებო თათბირს მართავს. გიორგი მღებრიშვილი აჭარაში შექმნილი ვითარების გამო ჩავიდა.
შს მინისტრმა ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პირების გათავისუფლების თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა გაითვალისწინა.
შს მინისტრის განმარტებით, გათავისუფლების მიუხედავად, აღნიშნული პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვეტილა.