სპეცრაზმმა აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა

სპეცრაზმმა აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ბათუმში, აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის სპეცრაზმის წარმომადგენლები თავად არიან განთავსებულნი როგორც სამმართველოს წინ, ისე ახლომდებარე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული.

სპეცრაზმს ტერიტორიის გათავისუფლებისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები აღარ გამოუყენებია.

აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ