სასამართლომ ბათუმის აქციაზე დაკავებული ორი არასრულწლოვანი გაათავისუფლა

 სასამართლომ ბათუმის აქციაზე დაკავებული ორი არასრულწლოვანი გაათავისუფლა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული 10-ზე მეტი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

არსებული ინფორმაციით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს 2 არასრულწლოვანი, რომელთა პროცესი 31 მარტს გაიმართება. კიდევ ერთი პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდა, ხუთს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხუთდღიანი პატიმრობა მიესაჯა. დანარჩენების პროცესი გრძელდება.

საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, აგრესიის გამოხატვა და უწმაწური სიტყვებით საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც უთხრეს, რომ პოლიცია აქციაზე შეკრებილ ხალხს თათრებს ეძახდა.

როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ბათუმის საქალაქო სასამართლოდან იტყობინება, ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული ლაშა დეკანაძის პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებულმა სასამართლოში იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, აგრესიის მიზეზი გახდა. ლაშა დეკანაძის თქმით, აქციაზე ის შემთხვევით მოხვდა, როდესაც სახლში მიდიოდა და აგრესიის გამოხატვა და უწმაწური სიტყვებით საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც უთხრეს, რომ პატრული აქციაზე შეკრებილ ხალხს თათრებს ეძახდა.

ბათუმში განვითარებული მოვლენებისას სამართალდამცველებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა ნაწილისთვის სასამართლო პროცესი გადაიდო, ნაწილი კი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ