შსს ესპანეთში 45 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ესპანეთში 45 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით, ესპანეთში 45 ქართველის დასაკავებლად ჩატარებული საპოლიცო ღონისძიება საქართველოს შს სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დაკავებული ქართველები ესპანეთში არალეგალური სტატუსით იმყოფებოდნენ და ისინი ძირითადად ბინების გაქურდვაში არიან ბრალდებულები.

შსს-ს ცნობით, ესპანელმა სამართალდამცველებმა საპოლიციო ღონისძიებები იანვარ-თებერვალ-მარტში ქალაქ მადრიდში, ლეგანესში, ხეტაფესა და ბარსელონაში ჩაატარეს.

"საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს შს სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ 2015 წლის 21 იანვრის შეთანხმების საფუძველზე. ქართველ და ესპანელ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობდა ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა.

საპოლიციო ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში, რომელიც, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელი კოლეგების მხარდაჭერას ახორციელებდა.

საქართველოსა და ესპანეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 2016 წლის ივნისში ესპანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1980 წელს დაბადებული ა.გ., რომელიც იმავე წლის ივლისში ექსტრადირებული იქნა საქართველოში.

2016 წლის ნოემბერში, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ესპანეთში ასევე განხორციელდა მასშტაბური სპეცოპერაცია - "აიკონ 2". აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად, ესპანეთის ოთხ ქალაქში: მადრიდში, ბილბაოში, სევილიასა და ბარსელონაში დააკავეს საქართველოს 45 და უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ