რა რეკომენდაციას აძლევს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაში გამგზავრების მსურველებს

 რა რეკომენდაციას აძლევს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაში გამგზავრების მსურველებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ რეკომენდაციებს გასცემს, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროპის ქვეყნების საზღვრებზე უნდა იმოქმედონ.

როგორც ჯანელიძემ განაცხადა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მიზნობრიობა და გამგზავრების მსურველებს წესრიგში ჰქონდეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

"მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს მიზნობრიობა და ყველა, ვინც გაემგზავრება, გაემგზავროს მოკლევადიანი ვიზიტის მიზნით და ჰქონდეს ყველა დამადასტურებელი საბუთი - უკან დასაბრუნებელი ბილეთი, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი იმისთვის, რომ არ შეექმნას პრობლემა საზღვარზე.

ჩვენ ამ მიმართულებით მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, ჩვენი საკონსულოები შესაბამის ტრენინგებს გადიან, ჩვენ გვეხმარებიან ევროპული სტრუქტურები, რათა კარგად მომზადდეს ჩვენი შესაბამისი სამსახურები და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ დავიწყეთ აქტიური კამპანია ქვეყნის შიგნით, ეს გულისხმობს ვიდეორგოლების და საინფორმაციო მასალების მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ჩავდივართ რეგიონში, სადაც ვუხსნით ჩვენს მოქალაქეებს, თუ რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია, რისთვის შეიძლება და რა მიზნით გამგზავრება ევროპის ქვეყნებში. ეს კამპანია იქნება ძალიან აქტიური მომდევნო კვირეების განმავლობაშიც", - განაცხადა ჯანელიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."