"რეზონანსი" - ცოცხალი ჭიანჭველები ხაჭაპურში და კანონი, რომელსაც კიდევ ორ წელს არ მიიღებენ

"რეზონანსი" - ცოცხალი ჭიანჭველები ხაჭაპურში და კანონი, რომელსაც კიდევ ორ წელს არ მიიღებენ

საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით კვლავ სავალალო მდგომარეობაა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა სახელმწიფომ კანონით უნდა უზრუნველყოს, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ამ ნორმის მიღებას არ ჩქარობს.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძის თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანაში ბიზნესი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და შეფერხდა კანონპროექტის დამტკიცება, რომელსაც ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტმა ორი მოსმენით უყარა კენჭი.

არადა, საქართველოში მომხმარებელი მუდმივად რომ ტყუვდება სურსათის, საყოფაცხოვრებო და ელექტრო ტექნიკის, ტანსაცმლის, კოსმეტიკური საშუალებების, სამკაულის და სხვადასხვა პროდუქციის შეძენისას, ამაზე "მთელი კვირის" მიერ მოპოვებული ფაქტებიც მეტყველებს.

ნათია თოუფრიამ ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ფენოვანი ხაჭაპური შეიძინა და სახლში მიტანის შემდეგ შიგნით ცოცხალი ჭიანჭველები აღმოაჩინა.

"ბავშვის დაბადების დღისთვის ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ხაჭაპურები ვიყიდე. ადგილზე არ გავაცხელებინე და ასე მოვიტანე სახლში. ვნახე, რომ შიგნით ჭიანჭველები იყო და, ბუნებრივია, უკან წავიღე მაღაზიაში. მართალია, მენეჯერს არ გაუპროტესტებია და უხმაუროდ დაიბრუნა პროდუქტი, მაგრამ წარმომიდგენია, ადგილზე რომ გაეცხელებინათ, რა დამემართებოდა, მკვდარი ჭიანჭველების ჭამა მოგვიწევდა.

"ძალიან კარგი იქნება, თუ მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება და საკვები პროდუქტების კონტროლი გაორმაგდება. ფალსიფიცირებული პროდუქტი ჩენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ყველაფერი კარგად უნდა შემოწმდეს, თორემ პურშიც კი შემხვედრია ქვები, მაგრამ დაჭრილი პური უკან ვეღარ ჩამიტანია", - გვითხრა თოფურიამ.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული საკვები პროდუქციის სრულყოფილი გამოკვლევა არ ხორციელდება. ეს კი ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების შემოტანის რისკებს ზრდის, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 2,2 მილიონი ადამიანი იღუპება.

განაგრძეთ კითხვა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სალაროსთან დახლზე მითითებულ ფასზე ძვირს გახდევინებენ?

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ბათუმში - აჭარა ბოლო ორი თვის განმავლობაში "მწვანე ზონა" იყო