ბოლო დროის ყველაზე გავლენიანი ქალები საქართველოში

ბოლო დროის ყველაზე გავლენიანი ქალები საქართველოში

ნანული შევარდნაძის ზარს უყურადღებოდ არ ტოვებდნენ მინისტრები

ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ყველაზე გავლენიან ქალბატონად მისი მეუღლე ნანული შევარდნაძე (ცაგარეიშვილი) მიიჩნეოდა. ქვეყნის პირველი ქალბატონი მუდმივად იყო ჩართული მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში, საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი ნაცნობები ამბობენ, რომ საკმ­აოდ კეთილი ქალი იყო, საჩუქრები ძალიან უყვარდა და პირმოთნე ხალხსაც რა გამოლევდა, ვინღა არ ცდილობდა მისი გულის მოგებას. ამბობენ, ფინანსურ საკითხებში დიდად არ ერეოდა, თუმცა მეუღლესთან რეკომენდაციებს ხშირად უწევდა ნაცნობებს ამა თუ

იმ თანამდებობაზეო. განსაკუთრებით მეგობრობდა საბჭოთა დროინდელ ინტელიგენციასთან და მათდამი პატივისცემასა და პრივილეგიებსაც არ იშურებდა.

ქალბატონი ნანულის ზარს უყურადღებოდ არ ტოვებდნენ მინისტრები და ყოველი მისი სურვილის შესასრულებლადაც მზად იყვნენ. "მის რჩევას ყველაზე მეტად ვითვალისწინებდი", - თქვა ერთ ინტერვიუში ექსპრეზიდენტმა შევარდნაძემ. თურმე 2003 წელს თანამდებობიდან მეუღლის რჩევით გადადგა.

მედეა მეზვრიშვილი მთელ კახეთის რეგიონს თავის გემოზე განაგებდა

მედეა მეზვრიშვილი დიდი უფლებამოსილებით სარგებლობდა კომუ­ნისტური რეჟიმის დროსაც და უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებშიც. ჯერ საგარეჯოს რაიკომის პირველი მდივანი, შემდგომ კი კახეთის გუბერნატორი და თელავის გამგებელი, როგორც ამბობენ, მთელი კახეთის რეგიონს თავის გემოზე განაგებდა, განსაკუთრებით კი საკადრო საკითხების გადაწყვეტაში იღებდა მონაწილეობას. პირველ ლედისთან მისი მეგობრობა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ მისი ხელისმომკიდე გახდა, შემდგომ კი შევარდნაძის ახალშექმნილ ოჯახს ეხმარებოდა. ამბობდნენ, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის პირველ წლებში მედეა მეზვრიშვილი და ნანული შევარდნაძე სხვადასხვა ბერკეტით აკონტროლებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს - ქალბატონებს­ ჰყავდათ თავიანთი ფავორ­იტები, რომელთა შეცვლა თუ დღის წესრიგში დგებოდა, გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებით მიიღებოდა.

წაიკითხეთ სრულად და ნახეთ ფოტოგალერეა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."