82 050 ლარი წლიური შემოსავალი - რა ქონების მფლობელია მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე

82 050 ლარი წლიური შემოსავალი - რა ქონების მფლობელია მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნატალია ნაზღაიძის შემოსავალმა 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 82 050 ლარი შეადგინა.

ნაზღაიძე და მისი ქონება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმის ერთ-ერთ მოსამართლედ დაინიშნა და მისი გადაწყვეტილებით ტელევიზია ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ნაზღაიძეს 2016 წლის 28 მაისს აქვს შევსებული. დეკლარაციის თანახმად, ნაზღაიძე ფლობს თბილისში, 106 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; იმავე მისამართზე მდებარე 18 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს და 1 300 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თელეთში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი mersedesi ML 350.

დეკლარაციის შევსების მომენტში მოსამართლეს "რესპუბლიკა ბანკის" სახელფასო ანგარიშზე - 4 089.24 ლარი, ანაბარზე - 919.12 დოლარი; მეგობარ ანაბარზე - 2 145.70 ლარი; ვადიან ანაბარზე კი - 3 700 ლარი ჰქონდა.  განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."