კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ჯარიმა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი უქმდება

კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ჯარიმა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი უქმდება

კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი უქმდება.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს ”ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსშიც” ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივების წინაპირობას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს.

”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 45-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფის და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1-თვიდან ექვს თვემდე ვადით.

ამასთან, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით დამზადება, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისევე როგორც უკანონო შეძენა, შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, პირველ რიგში, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება და მხოლოდ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაექვემდებარება მისი ჩანდენი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ