ადვოკატებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს

ადვოკატებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზს. პროცესზე ბრალდების მხარემ დეკანოზის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და სასამართლოს მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის საფუძველზეც დეკანოზი უნდა გათავისუფლდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რისი ოპერაციაც საქართველოში არ კეთდება. მისივე თქმით, სასამართლოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციაც წარუდგინეს.

ამ დროისთვის მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდაა გასული. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი სხდომა, რომელზეც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა ხდება, დახურულ რეჟიმში გაიმართა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ