ნელი აგირბას მეუღლე გარდაიცვალა

ნელი აგირბას მეუღლე გარდაიცვალა

ტელეწამყვან ნელი აგირბას მეუღლე გარდაიცვალა. ირაკლი ძიმისტარიშვილი რამდენიმე დღის წინ ანტალიაში დაიღუპა, სადაც მისი 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი. დაღუპული საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

"კურიერის" წამყვანმა და მისმა რჩეულმა 2016 წლის ოქტომბერში იქორწინეს. 34 წლის ძიმისტარიშვილს პირველი ქორწინებიდან 13 წლის ვაჟი ჰყავს, რომელსაც მარტო ზრდიდა. 13 წლის ცოტნე ძიმისტარიშვილი ჩოგბურთელია და წარმატებულად მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირში. ნელი აგირბას კი, ასევე ტელეწამყვან ილო ბეროშვილთან ქორწინებიდან 2 ქალიშვილი - სესილია და ევა ჰყავს.

კორონავირუსის გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში

"სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის", - თამარ გაბუნია