დღის ფოტო: როგორ ეგებებიან ვილნიუსის აეროპორტში უვიზოდ ჩასულ პირველ ქართველებს

დღის ფოტო: როგორ ეგებებიან ვილნიუსის აეროპორტში უვიზოდ ჩასულ პირველ ქართველებს

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად ვილნიუსი განსაკუთრებით მოემზადა უვიზოდ ჩასული ქართველი მოგზაურების მისაღებად.

ლიტვის დედაქალაქის აეროპორტში ბანერი დადგეს, რომელზეც საქართველოს დროშა გულის ფორმითაა გამოსახული და ზედ აწერია: "ახლოს, ვიდრე ოდესმე".

ფოტოებს ლიტველი Remigijus Šimašius პირად გვერდზე ავრცელებს და ასეთ მინაწერს ურთავს: "ქუთაისიდან ვილნიუსში პირველად ჩამოდიან მგზავრები უვიზოდ. ჩვენ მათ განსაკუთრებული სიურპრიზი მოვუმზადეთ".

ვილნიუსის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსა და ლიტვის დროშებით გაფორმებული დარბაზი დახვდებათ. აეროპორტში ქართველ სტუმრებს დაახვედრებენ ბორჯომს, ქართულ ღვინოს, სტენდებს, სიმბოლურს საჩუქრებს და ნამცხვრებს, რომელზეც ევროკავშირის, საქართველოსა და ლიტვის დროშებია გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ერთ-ერთი პირველი ევროპელი ლიდერი იყო, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.

დალია გრიბაუსკატემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს ქართულადაც მიმართა: "ლიტვა თქვენი ერთგული მეგობარია და ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით" - აღნიშნა ვიდეომიმართვაში გრიბაუსკაიტემ და ეს ბოლო სიტყვები ქართულ ენაზე წარმოთქვა.

შეზღუდვები წესდება ტრანსპორტშიც - "მძღოლი გააკონტროლებს, რომ თუ ყველა ადგილი დაკავებულია, დამატებითი ადამიანის ამოყვანა არ მოხდეს"

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები იხურება

გაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის 2 ათასი ლარით დაჯარიმდებით