რა უნდა იცოდეთ ალუჩის სასარგებლო თვისებებზე და რა უკუჩვენებები აქვს თქვენ საყვარელ ხილს

რა უნდა იცოდეთ ალუჩის სასარგებლო თვისებებზე და რა უკუჩვენებები აქვს თქვენ საყვარელ ხილს

ალუჩა ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ქლიავისებრი ხეხილოვანი მცენარეა, ჩვენებურად ტკბილ ტყემალს უწოდებენ. მისი პირველი კულტურების კვალი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდანაა აღმოჩენილი ამიერკავკასიის რეგიონში.

ალუჩის ნაყოფი თანაბრად უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც. ალუჩა არა მხოლოდ სასიამოვნო გემოთი, არამედ უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.

ალუჩა განსაკუთრებულად მცირე რაოდენობით შაქარს შეიცავს. სამაგიეროდ, მდიდარია ლიმონისა და ვაშლის ორგანული მჟავებით, პროვიტამინ A-თი, B ჯგუფის, PP და E ვიტამინებით, დიდი რაოდენობით ასკორბინმჟავით, პექტინით, ასევე მინერალებით: კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, რკინითა და ფოსფორით.

ალუჩის კვებითი ღირებულებაა: ცხიმები - 0,1 გ, ცილები - 0,2 გ, უჯრედისი - 1,8 გ, ნახშირწყლები - 7,9 გ. პროდუქტის კალორიულობა 100 გრამ ნაყოფზე 34 კილოკალორიაა.

მედიცინაში გამოიყენება ალუჩის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ ყვავილებიც. ტყემლისა და ალუჩის ყვავილების ნაყენი სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებისას. იგი საუკეთესოა მამაკაცის სასქესო სისტემის მოშლილობის დროსაც.

ალუჩის ცოცხალი წვენი ჩინებულია გაციებების და გრიპოზული მოვლენების დროს, ოფლის მომდენი და ხველების საწინააღმდეგო საშუალების სახით. უჯრედისისა და პექტინების მაღალი შემცველობის წყალობით, იგი ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას უწყობს ხელს, ანუ ჩვენს ორგანიზმში დაგროვებულ მავნე რადიაციულ გამოსხივებას სპობს. ალუჩის წვენი ჩინებული მატონიზირებელი საშუალებაა, შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას, მკურნალობს ჰიპოვიტამინოზებს (ვიტამინების ნაკლებობა) და მუცლის ღრუს დაავადებებს. კალიუმის მაღალი შემცველობა ალუჩას გულის დაავადებებისთვის საოცრად სასარგებლო პროდუქტად აქცევს - ეს მინერალი თავიდან გვაცილებს არითმიას და ამკვრივებს გულის კუნთს. ალუჩა სასარგებლოდ მოქმედებს ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, გააჩნია დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება. თუ წნევამ აგიწიათ და თავი აგტკივდათ, მიირთვით დაახლოებით 200 გრამი ალუჩა და 40-50 წუთში თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება.

სასარგებლოა ალუჩისა და ტყემლის ნახარშები და კომპოტებიც: ისინი აძლიერებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით კი ფასობს გასტრიტებისა და მომატებული მჟავიანობისას. ალუჩისა და ტყემლისგან მზადდება გემრიელი მურაბები, საწებლები, ხილფაფები.

ოფიციალური მედიცინა ალუჩისა და ტყემლის რაციონში ჩართვას განსაკუთრებით ურჩევს ორსულ და მეძუძურ ქალებს, ბავშვებს, ხნიერ ადამიანებს, რადგან იგი ორგანიზმის ვიტამინებით, მინარალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების ფასდაუდებელი საშუალებაა.

ალუჩა გამოიყენება ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებებისას. შაქრის დაბალი შემცველობის წყალობით, მას ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროსაც იყენებენ. იგი სასარგებლოა პათოლოგიური სიმსუქნით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვებაშიც წაიკითხეთ ვრცლად და გაიგეთ, რა უკუჩვენებები ახასიათებს ალუჩას

კვარაცხელიამ ყველაზე ნიჭიერ 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის გრინვუდსა და ვინისიუსს გადაუსწრო - რომელ ადგილზეა ქართველი ამომავალი ვარსკვლავი

"გაზაფხულის თბილისი" - რა ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი

"მე არ მსურს ეს საქმე.. მე არ მსურს იქ ყოფნა" - პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახში ცხოვრება "თრუმენის შოუს" და ზოოპარკში ცხოვრებას შეადარა