მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელს დღეს ჩაფიძის კლინიკაში გულის ოპერაცია უნდა ჩატარებოდა. AMBEBI.GE მაია რჩეულიშვილის რძალს ლელა კილაძეს დაუკავშირდა:

- როდის ჩაუტარდება ოპერაცია მაია რჩეულიშვილს?

- მაიას დღეს უნდა ჩატარებოდა გულის ოპერაცია, მაგრამ საკუთარი სურვილით უარი განაცხადა ოპერაციაზე და აღარ გაუკეთებენ. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ვერ გეტყვით. არ მინდა ამ თემაზე საუბარი.

- როგორც ცნობილია მძიმე მდგომარეობაშია ვახტანგ რჩეულიშვილიც. რას გვეტყვის მისი ჯანმრთელობის შესახებ?

- ვახოს მდგომარეობა ისევ მძიმეა, გათიშულია.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, რჩეულიშვილის ადვოკატის, მარინა ცუცქირიძის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამრთლო პროცესები მაინც ჩანიშნა. დღეს "მაგნოლიას" საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. პროცესს მხოლოდ რუსუდან კერვალიშვილი დაესწრება. 31 მარტს კი, საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" მთავარ საქმეზე საბოლოო განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

საქმე ეხება "ცენტრ პოინტის" პირველ საქმეს, რომელშიც 12 ობიექტზეა საუბარი. ამ ეპიზოდში მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 250 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

წაიკითხეთ: ვახტანგ რჩეულიშვილი უგონოდაა - "იცოდა დაავადების შესახებ, თუმცა მეოთხე სტადია რომ ჰქონდა, ვუმალავდით"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი