როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები

როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები

დილა კარაქიანი პურით, ბავშვებისთვის საყვარელი საუზმეა, თუმცა საზოგადოება უკვე დიდი ხანია მსჯელობს იმაზე, უსაფრთხოა თუ არა დღეს ბაზარზე წარმოდგენილი ეს პროდუქტი.

რომელი კარაქი, სპერდი ან მარგარინი აკმაყოფილებს მოთხოვნებს? როგორ უნდა განვასხვავოთ ნაღების კარაქი ფალსიფიცირებულისგან? - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" გასწავლით, როგორ შეიძინოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი.

კარაქი მდიდარია ცხიმებით, მაგრამ ამას გარდა, მასში არის დაახლოებით 20-მდე შეუცვლელი ამინომჟავა, მასში არის სელენი, B ჯგუფის ვიტამინები. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კარაქი არის მაღალკალორიული პროდუქტი, ამიტომ ვისაც აქვთ ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, ან კუჭნაწლავის პრობლემები, მათთვის 25-50 გრამამდე კარაქის მიღებაა რეკომენდებული, ისიც დღის პირველ ნახევარში და არა დღის მეორე ნახევარში.

ნამდვილი ნაღების კარაქი 82 პროცენტიანია, ის ნატურალური რძისგან შედგება და მასში არ უნდა იყოს დამატებული არაფერი გარდა მარილისა.

სპრედი წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევს, მას ნაკლები პროცენტულობით აქვს ცხიმი, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაჯერებულია საღებავებით, გემოს გამაძლიერებლებით და არომატიზატორებით. თუ მაღაზიაში კარაქს ეტიკეტზე აწერია 60-50% ცხიმის შემცველობა, ასეთი პროდუქტი სპრედია და არა კარაქი. ასევე სპრედი შეიძლება იყოს 72 პროცენტიანიც.

მარგარინი არის მცენარეული ცხიმების ერთობლიობა, რომელსაც გადამუშავებისას უტარდება ჰიდროგენიზაცია, რის შედეგად თხევადი ზეთი გარდაიქმნება მყარ მასად და წარმოიქმნება ტრანსცხიმები. ტრანსცხიმები ძალიან საშიში პროდუქტია, რადგან ისინი იწვევენ ოქსიტაციური სტრესის წარმოქმნას ორგანიზმში, ამის შედეგად ზიანდება როგორც გულსისხლძარღვთა სისტემა, იწყება ათეროსკლეროზული ცვლილებები, რაც შემდგომში შეიძლება დასაბამი გახდეს ინსულტის, ინფარქტის, ათეროსკლეროზული პროცესების.

როგორ უნდა გავარჩიოთ მცენარეული კარაქი ნაღების კარაქისგან?

პირველ რიგში გაითვალისწინეთ ფერი - ნამდვილი კარაქი არ უნდა იყოს არც თეთრი და არც მუქი ყვითელი, ნატურალური ნაღების კარაქი ძალიან ღია ყვითელია, ის უნდა იყოს ერთი ფერის, თუ კარაქის გარსი უფრო მუქია, ვიდრე გული, ესე იგი ის არასწორად ინახებოდა და ნუ შეიძენთ ასეთ პროდუქტს. გარდა ამისა, ნამდვილი ნაღების კარაქი, რომელსაც არანაირი დანამატი არ აქვს, არ შეინახება 35 დღეზე მეტს, ამიტომ აუცილებლად წაიკითხეთ შეფუთვაზე ვადა, თუ კარაქს 35 დღეზე მეტი ვადა აქვს, შეიძლება ნატურალურია, თუმცა მასში კონსერვანტებია დამატებული.

შეეცადეთ ბრენდირებული კარაქი იყიდოთ, რადგან ასეთი კარაქის ფალსიფიკაციის შემთხვევები იშვიათია, თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა დაფასოებული, ანუ ასაწონი კარაქის შემთხვევაში. გარდა ამისა, კარაქს არ უყვარს სინათლე, ასაწონი კარაქი კი ხშირ შემთხვევაში გამჭვირვალე შეფუთვაშია, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ასაწონი კარაქი არ იყიდოთ. ასეთ კარაქზე მითითებული ვადაც არასანდოა.

უმარტივესი ექსპერიმენტები, რომლებიც დაგეხმარებათ სახლის პირობებში გაარკვიოთ, ხომ არ შემოგაპარეს ნაღების კარაქის ნაცვლად, მცენარეული კარაქი (იხილეთ ექსპერიმენტების ვიდეო)

  • 2-3 საათით მოათავსეთ კარაქი საყინულეში, შემდეგ გამოიღეთ და გაჭერით ის დანით, თუ პროდუქტი მარტივად გაიჭრა, მასში მცენარეული დანამატებია. ნატურალური კარაქი კარგად იყინება და მას ადვილად ვერ გაჭრით, გაჭრისას ის შეიძლება დაიბზაროს კიდეც, ეს კარგის მაჩვენებელია.
  • მოათავსეთ კარაქის ნაჭერი საყინულეში 10 წუთით, შემდეგ ეს ნაჭერი დადეთ ოთახის ტემპერატურაზე, თუ მასზე წყლის წვეთები შეამჩნიეთ, ესე იგი მასში მცენარეული ცხიმებია.
  • ყველაზე ეფექტური ექსპერიმენტი მცენარეული კარაქისა და ნაღების კარაქის განსხვავებისთვის ცხელი წყლით კეთდება. ჩააგდეთ ნატურალური კარაქის პატარა ნაჭერი მდუღარე წყალში - ის დნება მარტივად, წყალი თეთრად გაფერადდება, ცხიმი კი წყლის ზედაპირზე აღმოჩნდება. მცენარეული კარაქი რთულად იხსნება წყალში, ის არ აძლევს წყალს თეთრ შეფერილობას და მხოლოდ ზედაპირზე, მუქი ფერის ცხიმი ტივტივდება.
  • კიდევ ერთი განმასხვავებელი ფოლგაში შეფუთულ მცენარეულ კარაქსა და ნაღების კარაქს შორის - გახსენით კარაქი, თუ შეფუთვაზე ბევრი კარაქია მიწებებული, ასეთი კარაქი მცენარეულია, რადგან მაღალცხიმიანი ნაღების კარაქი ფოლგას არ მიეწებება.
  • გარდა ამისა, გახურებულ ტაფაზე ნაღების კარაქი უნდა დნებოდეს თანაბრად და არ გამოყოფდეს ცალკე წყალს, შესაძლებელია ის აქაფდეს, თუმცა არ უნდა აშხეფდეს.

იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" სრულად აქ

ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც პიკნიკის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ