ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის გამოსვლას გლდანის ციხესთან ელოდება

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის გამოსვლას გლდანის ციხესთან ელოდება

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოში შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 10 დღე. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტიც.

გლდანის მე-8 დაწესებულებასთან, სადაც გუკა რჩეულიშვილი იმყოფება, მისი ახლობლები და მეგობრები იკრიბებიან. გლდანის ციხესთან იმყოფება რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე, ასევე "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებლის, ამ დროისთვის მსჯავრდებული რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილი ნინო დარასელი.

ხილეთ ვიდეო

ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა მაია რჩეულიშვილსაც. პროკურორები გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ. რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ