რა სანქციას დააკისრებს სახელმწიფო სააგენტოებს, რომლებიც მიგრანტებს უცხოეთში მოტყუებით უშვებენ

რა სანქციას დააკისრებს სახელმწიფო სააგენტოებს, რომლებიც მიგრანტებს უცხოეთში მოტყუებით უშვებენ

ამ ადამიანების ისტორიები იდენტურია: ახლობლის რჩევით, ან ე.წ. დასაქმების სააგენტოს დახმარებით უცხოეთში წავიდნენ, სადაც უკიდურესად მძიმე პირობებში მოუხდათ მუშაობა. ძალიან ბევრს ჩამოართვეს საბუთები და მიზერულ ანაზღაურებაზე ამუშავებდნენ, ზოგს კი - დამსაქმებელი იმის ნახევარსაც არ უხდიდა, რასაც აქ, საქართველოში დაჰპირდნენ. ისინი შრომითი მიგრანტები არიან - ადამიანები, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ხალხს ენდნენ და უცხო ქვეყნებში ტრეფიკინგის მსხვერპლად იქცნენ.

ეკონომიკის დოქტორი, ექსპერტი შრომისა და დასაქმების საკითხებში - ციური ანთაძე - მიგრანტების პრობლემებზე კარგა ხანია მუშაობს. ის არაერთ მაგალითს ასახელებს, როცა ჩვენი მოქალაქეები ე.წ. დასაქმების სააგენტოებს, ან კერძო პირებს ენდნენ და უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

"ტრეფიკინგი და ადამიანის უფლებების შელახვა ხშირ შემთხვევაში არალეგალურ დასაქმებას უკავშირდება. იმის გამო, რომ საქართველოდან შრომითი მიგრანტები ძირითადად არალეგალური გზით გადიან, საზღვარგარეთ ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობის, დისკრიმინაციისა და ტრეფიკინგის შეთხვევები არც ისე იშვიათია. მე უკვე წლებია ვმუშაობ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებთან და ათეულობით უმძიმესი ისტორია მომისმენია. ამ ისტორიებიდან ჩანს, რომ ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ არცთუ ისე იშვიათად განიცდიან დისკრიმინაციას, ირღვევა მათი უფლებები და ტრეფიკინგის ფაქტებთანაც გვაქვს საქმე.

მიგრანტების უფლებების დარღვევა ხშირად საქართველოდან წასვლამდე იწყება, როცა ისინი არაკეთილსინდისიერი შუამავლების "აფიორის" მსხერპლნი ხდებიან და საკმაოდ დიდ ფინანსებსაც კარგავენ. ასეთი დაზარალებული საქართველოს მასშტაბით ბევრია - მათი დანაკარგი ხშირად 1000-2000 ევროსაც აღწევს.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ