ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და "რეფერენდუმი" მიმდინარეობს

 ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და "რეფერენდუმი" მიმდინარეობს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და "სამხრეთ ოსეთისთვის" სახელის "სამხრეთ ოსეთი - სახელმწიფო ალანიად" შეცვლის თაობაზე "რეფერენდუმი" დაიწყო. ცხინვალის რეგიონის ე.წ. ცესკო-ს თავმჯომარის, კრისტინა ავლოხოვას განცხადებით, 77 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

"სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 72-ვე და ქვეყნის ფარგლებს გარეთ 5 უბანი ზუსტად დანიშნულ დროს გაიხსნა", - განაცხადა ავლოხოვამ.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: "მოქმედი პრეზიდენტი" ლეონიდ თიბილოვი, ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და ადგილობრივი "კა-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად ლეონიდ თიბილოვი და ანატოლი ბიბილოვი ითვლებიან.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე და რეფერენდუმზე ხმის მიცემა 77 საარჩევნო უბანში იქნება შესაძლებელი. 72 საარჩევნო უბანი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაიხსნება, ხოლო დანარჩენი ხუთი უბანი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გარეთ. ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვში "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საელჩოში გაიხსნება, კიდევ ერთი უბანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საელჩოში, ხოლო დანარჩენი სამი საარჩევნო უბანი კი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

როგორც ე.წ. ცესკოში აცხადებენ, პროცესს 80-მდე დამკვირვებელი აკვირდება. მათ შორის არიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, ოკუპირებული აფხაზეთის და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის, თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის წარმომადგენლები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."