ყოფილ დეპუტატს, ვასილ დავითაშვილს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაჭრილის მეზობელმა ეკატერინე სახიაშვილმა განუცხადეს.
მისი ინფორმაციით, ვასილ დავითაშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მას ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა სიცოცხლისთვის საშიშია არც ერთი არაა.
"სროლის ხმა გავიგე. რომ გამოვედი, აღარავინ ჩანდა. ვასო იწვა სისხლიანი საკუთარი სახლის კარებში. მეზობლები მოცვივდნენ და საავადმყოფოში წაიყვანეს. ვიცით, რომ გადარჩა. ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი და აქედან ოთხი უკვე ამოღებულია", - განაცხადა ეკატერინე სახიაშვილმა.
ვასილ დავითაშვილი თელავის რაინულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიან.