წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებთ და თქვენი სახლის წინ აისბერგი მიცურავს... - ჯადოსნური სანახაობა კანადაში

წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებთ და თქვენი სახლის წინ აისბერგი მიცურავს... - ჯადოსნური სანახაობა კანადაში

კანადაში, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის სანაპიროები ამ კვირაში ტურისტულ ცენტრად იქცა, რაც მასიური აისბერგის დამსახურებაა. შთამბეჭდავი ზომის აისბერგი, როგორც ამბობენ, ზომით ბევრად აღემატება აისბერგს, რომელიც საუკუნის წინ "ტიტანიკს" დაეჯახა.

ძირითადად, "აისბერგების სეზონი" ზაფხულამდე არ დგება ხოლმე. მაგრამ როგორც კანადის სანაპირო დაცვა იტყობინება, რეგიონში უკვე 481 აისბერგი გამოჩნდა, რაც სეზონის რეკორდული დასაწყისია.

თუმცა, რამდენადაც საინტერესო სანახაობაა ეს ტურისტებისთვის, იმდენად ცუდია გემებისთვის, რადგან მათ გაურთულდებათ გადაადგილება მრავლად ამოწვერილი აისბერგების გამო.

მომზადებულია huffingtonpost.ca-ს მიხედვით

თავზეხელაღებულთა რბოლა თბილისის ქუჩებში - ნახეთ, "ფორსაჟის" ახალი თრეილერი

როგორ უნდა დააღწიოთ თავი მოძალადეს? - დეტალური ინსტრუქცია

"გამაგდეთ და წავალ" - როგორ ეხმიანება რობერტ სტურუა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას