ნაფიცმა მსაჯულებმა დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი კანონით მინიჭებულ 4 საათში ვერ გამოიტანეს და დამატებით 8 საათს იყენებენ

ნაფიცმა მსაჯულებმა დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი კანონით მინიჭებულ 4 საათში ვერ გამოიტანეს და დამატებით 8 საათს იყენებენ

ნაფიცმა მსაჯულებმა ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი კანონით მინიჭებული 4 საათის ვადაში ვერ გამოიტანეს და დამატებით 8 საათს იყენებენ.

გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქალაქო სასამართლოს შენობასთან ამ დრომდე იმყოფებიან როგორც გარდაცვლილების, ასევე, ბრალდებულის ახლობლები. გარდაცვლილების ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და ისინი დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობაში ბრალდებულს უვადოდ პატიმრობას მიუსჯიან.

ბრალდებულის ახლობლები კი აცხადებენ, რომ პროკურატურამ საქმე საფუძვლიანად არ შეისწავლა და გიორგი ხაბელაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. მათი ნაწილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ნაფიცი მსაჯულები მიიღებენ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, ისინი საქმეს გაასაჩივრებენ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცა მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილსაც, რასაც სასამართლო სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ფონიჭალაში 7 ათასი დოლარის დაუფლების მიზნით შეაღწია ნაცნობის ოჯახში. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნონა რ.-ს და ასევე მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლიდან ოქროს ნაკეთობები წაიღო, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ