ხმაური ენგურის ხიდთან - ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის ახლობლები სამართალდამცველების წინააღმდეგ

ხმაური ენგურის ხიდთან - ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის ახლობლები სამართალდამცველების წინააღმდეგ

ენგურის ხიდთან რამდენიმე კვირის წინ დაკავებული მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ ენგურის ხიდის მისასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი გააბეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ყველა ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ როგავების გათავისუფლება შეძლოს.

სამართალდამცავების მოთხოვნას, რომ აქციის მონაწილეებს გზა გაეთავისუფლებინათ, შელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარეჯან როგავა დააკავეს და ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს. დარეჯან როგავა დაკავებული პაატა როგავას და არის.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

დაკავებულ დარეჯან როგავას სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დარეჯან როგავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის დააკავეს.

მამა-შვილი როგავები, რომლებიც ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლები არიან, რუსმა ოკუპანტებმა ორი კვირის წინ გაიტაცეს. მამა-შვილი იარაღის მუქარით იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ამჟამად სოხუმის იზოლატორში იმყოფებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ