კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე "ანტრე" დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელსაც მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. როგორც ცნობილია, კაფეში ერთი პირი შეიჭრა, თუმცა მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დამნაშავის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.